საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი
„სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების“ ჯგუფის
პროექტი ,,პარტნიორობა განვითარებისთვის''
15/09/2014/– 10/12/2014
მიზანი:
პროექტის
,,პარტნიორობა განვითარებისთვის”
მიზანია, ვითანამშრომლოთ
იმ სკოლის მასწავლებლებთან, რომლებსაც არ ჰყავთ სკოლის ბაზაზე განვითარების ჯგუფი. ჩვენი პრაქტიკული გამოცდილება, ჩვენს სკოლაში შექმნილი საგაკვეთილო
რესურსი ( ინტეგრირებული და სამოდელო გაკვეთილების გეგმები, თვალსაჩინოებები, შემაჯამებელი
ტესტების ნიმუშები, შეფასების სქემები) შევთავაზოთ მათ და გავიზიაროთ
მათიც. უმნიშვნელოვანესია,
მასწავლებელი
თავად იყოს მოტივირებული და დაინტერესებული, იყენებდეს ყველა ხელმისაწვდომ
შესაძლებლობას. ამისათვის,
ვეცდებით შევთავაზოთ კონკრეტული საქმიანობები მასწავლებლებს, რომლითაც ისინი შეძლებენ
საინტერესო გამოცდილების მიღებას და მის გამოყენებას სასწავლო პროცესში სწავლა-სწავლების
ხარისხის ამაღლების მიზნით.
2014 წელი
ჩავერთეთ კამპანიაში ,,დავასუფთაოთ საქართველო"
ინფორმაცია
მისია
მიზანია, ხელი შეუწყოს ნარჩენების პრობლემის მოგვარებას მათი მართვისა და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების გზით. 4R სისტემების დანერგვითა და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.
აღწერა
პროექტი "დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს" , კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოვიჟენი"-სა და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისის“ მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
The project ‘Clean Up Georgia – Raising of Public Awareness and Involvement in Solid Waste Management Improvement’ (Phase II) is being carried out by a consortium of NGOs The ‘Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgia, the Union for Sustainable Development ‘ECOVISION,’ and Georgian Society of Nature Explorers ‘Orchis’, financed by Swedish International Development Cooperation Agency (SIDA) and supported by The Ministry of Environment and Natural Resources Protection of Georgia.

2012 წელი
პროექტი ,,საზოგადოებრივი პროკურატურა"
0 comments:
Post a Comment